ფეხბურთი

2:38 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაილ უოლკერი მეკარის როლში

„მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის ბოლო 10 წუთის ჩატარება მეკარის გარეშე მოუწია. შესვენებაზე პეპ გვარდიოლამ ედერსონი ტრავმის გამო შეცვალა და მოედანზე კლაუდიო ბრავო შეუშვა.

თუმცა, ჩილელმა კიპერმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის 81-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. გვარდიოლას ერთი ცვლილება დარჩენილი ჰქონდა, მაგრამ ბუნებრივია სათადარიგო სკამზე მესამე მეკარე აღარ ჰყავდა. ამიტომაც, იძულებული გახდა მეკარის ამპლუაში გარჯა კაილ უოლკერისთვის დაევალებინა.

ინგლისელმა მცველმა დაკისრებულ ამოცანას თავი ჩინებულად გაართვა და „ატალანტას“, რომელსაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ინგლისურმა გუნდმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. „ატალანტა“ კი, ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ პლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.119764