ფეხბურთი

16:50 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 2019 წლის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკი სპეციალისტის რჩეულთა შორის 25 ფეხბურთელი მოხვდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოესი ორი მატჩისთვის შემდეგნაირია:

მეკარეები: იორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

გარდა ამისა, ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვისაც ვაისი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი)

აქვე ვთქვათ, რომ ტრავმების გამო „ჯვაროსნებს“ ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს შეიკრიბება და 13 ნოემბრამდე სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ვურისოფენში მოემზადება, შემდეგ კი შვეიცარიაში გადაინაცვლებს.

შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს სენტ გალენში, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, ხოლო 19 ნოემბერს, პულაში, ხორვატია - საქართველოს სპარინგი თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.116954