ჩოგბურთი

11:46 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელი ანდრეესკუს ტრავმაზე: „ეს ცივი შხაპივით იყო“

კანადელი ჩოგბურთელის, ბიანკა ანდრეესკუს მწვრთნელმა, სილვენ ბრიუნომ, თავისი შეგირდის ტრავმის შესახებ უამბო ჟურნალისტებს, რომლის გულისთვისაც ბიანკა შენჩჟენის WTA-ს ჩემპიონატიდან მოიხსნა.

„ექიმებს ვხვდებით. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ბიანკამ მესამე მატჩში ვეღარ გააგრძელა თამამაში. ალბათ, ორიოდ კვირა დასჭირდება აღსადგენად.

ცხადია, ის იმედგაცრუებულია. ელოდა ამ ტურნირს და წარმატების იმედიც ჰქონდა. მუხლის ტრავმა ცივი შხაპივით იყო.“- უთხრა ბრიუნომ Sportsnet-ს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ანდრეესკუმ წლეულს ამერიკის ღია პირველობა, ასევე ინდიანა უელსისა და ტორონტოს ტურნირები მოიგო.

0.165893