ფეხბურთი

9:48 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: „თუ „გენკის“ წინააღმდეგ „სიტისთან“ მატჩზე ფიქრით გავალთ, ცუდად წაგვივა საქმე“

„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონმა, „გენკთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-4 ტურის წინ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა.

„გვინდა პლეი ოფში ადრევე მოვხვდეთ. ახლა შინ გვიწევს თამაში და კარგად ვიცით რაც შეგვიძლია „ენფილდზე.“ თუ ყველა საშინაო შეხვედრას მოვიგებთ, შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსები გაიზრდება. ეს მატჩიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დანარჩენები.

ახლა უფლება არ გვაქვს, პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ უახლოეს მატჩზე ვიფიქროთ. თუ „გენკის“ წინააღმდეგ „სიტისთან“ შეხვედრაზე ფიქრით გავალთ, ცუდად წაგვივა საქმე.

აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა სეზონში დასახული მიზანი შევასრულოთ. ჩვენი მიზანი ყოველ შეხვედრაში მშრალი ანგარიშით მოგებაა.“ - ციტირებს ალისონის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სტატისტიკა
0.248594