თამაშგარე

10:27 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა ნემცოვა ჩეხმა ფეხბურთელებმა გააბრაზეს

ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველებს აუცილებლად გემახსოვრებათ ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებული პრაღელი მოდელი პეტრა ნემცოვა, რომელსაც თავის დროზე გვარიანი დითირამბები ვუძღვენით და წარმოდგენილი ფოტოებიდანაც ჩანს, რომ არცთუ დაუმსახურებლად...

ამ რამდენიმე დღის წინ, პეტრამ თანამემამულე ჟურნალისტებთან ჩეხეთის ნაკრების მომავალზე ისაუბრა და ბევრისდა გასაკვირად კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც, ფეხბურთელებსაც და ჩეხური ფეხბურთის სათავეში მყოფ ბოსებსაც.

პეტრა ნემცოვა ამბობს, რომ ჩეხური ფეხბურთის ბოლოდროინდელი ჩავარდნა ზემოთდასახელებული ადამიანების ერთობლივ ბრალეულობას წარმოადგენს და არავის სურს სიტუაციაზე პასუხისმგებლობის აღება. ქალბატონი ნემცოვა მისტირის იმ დროს, როდესაც ჩეხეთის ეროვნული გუნდი ევროპას აზანზარებდა და დიდ გრანდებს პირში ჩალაგამოვლებულებს ტოვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118557