ფეხბურთი

23:05 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა იტანს, ლორია არ უშვებს - ქეცბაიას "ანორთოსისი" ლიდერია (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში დიდებულ ფორმაშია თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ფამაგუსტელებმა მერვე ტურში ნიქოზიის „ომონიას“ უმასპინძლეს და 4:0 გაანადგურეს.

53-ე წუთზე კი თავის გამოჩენა ნიკა კაჭარავამ მოახერხა. ქართველმა ფორვარდმა თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო და ერთი შეხებით ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ჩვენებურმა მიმდინარე სეზონის მისთვის მეოთხე მატჩში მეორე გოლი გაიტანა (წინა ტურში გოლთან ერთად ორი საგოლე პასიც მიითვალა - რედ). ნიკამ მინდორზე 68 წუთი გაატარა.

სამაგიეროდ, შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელიც სხვათა შორის ჩინებულად ირჯება. 7 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და 5-ჯერ საკუთარი კარი მშრალად დაიცვა. მურთაზ დაუშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისი“ ჩატარებულ 7 მატჩში მოპოვებული 17 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126261