ფეხბურთი

2:04 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში ორხელისუფლებიანობაა

სენსაცია და შოკი. ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით, „ბარსელონამ“ ბოლო 6 მატჩში მესამედ წააგო „ლევანტესთა.“ მანამდე ვალენსიელები ასეთზე ვერც იოცნებებდენენ.

პირველი ტაიმი კატალონიელთა უპირატესობით წარიმართა. მომენტები ბევრი არ შექმნილა, თუმცა ბურთს აკონტროლებდნენ და აკი ანგარიშიც გახსნეს. ლეო მესიმ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლები გაორმაგებული მპტივაციით გავიდნენ მინდორზე ნაქებ ჩმპიონებს ყველაფერი თავზე დაალეწეს. 7-წუთიან ინტერვალში სამი ბურთი გაუტანეს და შინ უქულოდ გაისტუმრეს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 68-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:1 გახდა, სტუმრებს ლიდერი არ მოეძებნათ, რომ თანაგუნდეები აეყოლიებინა და შეტევაში წასულიყვნენ. არადა, ყველა მწყობრში ჰყავდათ მესის ჩათვლით.

„ატლეტიკო“ „სევილიას“ ესტუმრა „რამონ სანჩეს პისხუანზე.“ გამარჯვების შემთხვევაში, ერთიც და მეორეც პირველ საფეხურს დაიკავებდნენ ცხრილში. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ვერცერთმა გამოიყენა შანსი.

მატჩი ძალიან ნერვიული და ქაოტური გამოდგა. მადრიდელები ძლივს უმკლავდებოდნენ მასპინელთა დაწოლას და პრესინგს. სახიფათო მომენტები ბევრი არ ყოფილა, მაგრამ სევილიელევბმა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. ნახევარი საათის თავზე, ფრანკო ვასკესმა იყოჩაღა.

მეორე ტაიმში სტუმრები უფრო აგრესიულები გახდნენ. ანგარიშიც გაათანაბრეს. თუმცა მანამდე შეცვლაზე შესულ დიეგო კოშტას გოლი გაუუქმეს. მერე დიეგო სიმეონეს შეგირდებმა თერთმეტმეტრიანი მოინადირეს, მაგრამ იმავე კოშტას, ტომაშ ვაცლიკმა აუღო.

დღის გვიან მატჩში „რეალი“ „ბეტისს“ უგოლოდ დაუზავდა და „ბარსელონას“ გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა.

ახლა პრიმერაში ორხელისუფლებიანობაა: „ბარსელონა“ და „რეალი“ 22-22 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

ესპანეთი

პრიმერა. მე-12 ტური. 2 ნოებერი

ლევანტე - ბარსელონა 3:1

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია.“ 23 341

0:1 მესი (38 პენ), 1:1 კამპანია (61), 2:1 მაიორალი (63), 3:1 რადოია (68)

ლევანტე: ფერნანდესი, კლერი, ვეზუ, პოსტიგო, მირამონი, რადოია, კამპანია (კაბაკო 87), მელერო, ბარდჰი (როჩინა 62), მაიორალი, მორალესი (ვუკჩევიჩი 82)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, ლანგლე, პიკე, რობერტო, არტური (ფატი 66), დე იონგი, ვიდალი (ბუსკეტსი 65), გრიზმანი, მესი, სუარესი (პერესი 41)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ბარდჰი (52); არტური (12), გრიზმანი (56), პიკე (66), ლანგლე (67), რობერტო (81) ფატი (86)

სევილია - ატლეტიკო 1:1

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 39 957

1:0 ვასკესი (28), 1:1 მორატა (60)

72-ე წუთზე კოშტამ ვერ გაიტანა პენალტი

სევილია: ვაცლიკი, რეგილონი, კარლოსი, კუნდე, ტორესი (ხორდანი 57), ნავასი, ვასკესი, გუდელი, ბანეგა (პოსო 86), ოკამპოსი, ლუკ დე იონგი (ჩიჩარიტო 78)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ატლეტიკო: ობლაკი, ფელიპე, ტრიპიერი (არიასი 46), ლოდი (ერერა 78), ერმოსო, საული, კოკე, ტომასი, ლემარი (კოშტა 46), კორეა, მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

გაფრთხილება: ვასკესი (39), ტორესი (40), ხორდანი (79), გუდელი (87); ლოდი (27), ტომასი (34), კორეა (80)

რეალი - ბეტისი 0:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 70 375

რეალი: კურტუა, მენდი, რამოსი, ვარანი, კარვახალი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, როდრიგო (ვინისიუსი 65), აზარი, ბენზემა (იოვიჩი 83)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბეტისი: ხოელი, ფედალი, სიდნეი, მანდი, მორენო (ბარაგანი 90+4), ემერსონი, ბარტრა, გუარდადო, კანალესი, ფეკირი (გუტიერესი 90+6), ლორენი (იგლესიასი 74)

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: კაზემირო (39), მენდი (80); ბარტრა (11), ხოელი (64), ფედალი (74), გუარდადო (85)

ესპანიოლი - ვალენსია 1:2

1:0 როკა (32 პენ), 1:1 პარეხო (89 პენ), 1:2 მაქსი გომესი (80)

სტატისტიკა
0.271628