ფეხბურთი

22:15 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი "ფერენცვაროშთან" (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. მე-11 ტურში ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ ესტუმრა და ქულა ბუდუს გოლით მოიპოვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალს არ უთამაშია, რომელც განაცხადში არ იყო, ხოლო ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა 49-ე წუთზე თავური დარტყმით მოხდენილი გოლი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და როგორც გაირკვა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა გასულ ტურშიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა და მოკლედ, ჩინებულ ფორმაშია. მთლიანობაში 25 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

„მეზოკოვესდკი“ კი, 23 ქულით „ფეჰერვართან“ და „ფერენცვაროშთან“ ერთად პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.117469