ფეხბურთი

21:51 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი ნაკრებს დაუბრუნდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ივნისის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს ლიონელ მესი. "ბარსელონას" ფეხბურთელმა კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კონმებოლი გააკრიტიკა და დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

არგენტინა 15 ნოემბერს ბრაზილიას შეხვდება, ხოლო სამ დღეში ურუგვაისთან გამარტავს ამხანაგურ მატჩს. გთავაზობთ გაფართოებულ შემადგენლობას:

მეკარეები: აგუსტინ მარჩესინი ("პორტუ", პორტუგალია), ხუან მუსო ("უდინეზე", იტალია), ემილიანო მარტინესი ("არსენალი", ინგლისი);

მცველები: ესტებან ანდრადა ("ბოკა ხუნიორსი"), ხუან ფოიტი ("ტოტენჰემი", ინგლისი), რენცო სარავია ("პორტუ", პორტუგალია), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ჰერმან პეცელია ("ფიორენტინა", იტალია), მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ვალტერ კანემანი ("გრემიუ", ბრაზილია), ნიკოლას ტალიაფიკო ("აიაქსი", ჰოლანდია), ნეუენ პერესი ("ატლეტიკო", ესპანეთი);

ნახევარმცველები: გიდო როდრიგესი ("ამერიკა", მექსიკა), ჯოვანი ლო ჩელსო ("ტოტენჰემი", ინგლისი), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლას დომინგესი ("ველეს სარსფილდი"), მარკოს აკუნია ("სპორტინგი", პორტუგალია), როდრიგო დე პაული ("უდინეზე", იტალია), რობერტო პერეირა ("უოტფორდი", ინგლისი), ლუკას ოკამპოსი ("სევილია", ესპანეთი);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ნიკოლას გონსალესი ("შტუტგარტი", გერმანია), ლუკას ალარიო ("ლევერკუზენი", გერმანია), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი", იტალია), პაულო დიბალა ("იუვენტუსი", იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125313