ისტორია

11:24 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

31 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1920 - დაიბადა ფრიც ვალტერი. გერმანიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. “კაიზერსლაუტერნის” რიგებში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1940 წელს პირველი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში და რუმინეთს სამი გოლი გაუტანა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1951 წლიდან დაბრუნდა ნაკრებში და მისი კაპიტანი გახდა. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1958 წლის მუნდიალზე იასპარეზა ნახევარფინალში და შვედებთან მატჩი ვალტერის ბოლო სანაკრებო შეხვედრა გამოდგა. ფრიც ვალტერი გარდაიცვალა 2002 წელს. კაიზერსლაუტერნის სტადიონს მინიჭებული აქვს “ფრიცვალტერშტადიონის” სახელი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1908 - ლონდონში თანამედროვეობის მეოთხე ოლიმპიადა დაიხურა. მასში მონაწილილეობა 22 ქვეყნის 2 035 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთის ნაკრები გავიდა (53 ოქრო, 44 ვერცხლი, 35 ბრინჯაო). მეორე პოზიცია აშშ-ის სპორტსმენებმა მოიპოვეს (23, 12, 12), მესამე საფეხურზე კი შვედეთის წარგზავნილები აღმოჩნდნენ (7, 5, 10).

1921 - ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ქალ სპორტსმენთა საერთაშორისო ასოციაცია.

1968 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “მილუოკი ბაქზმა” პირველი თამაში მოიგო. მან “დეტროიტ პისტონზს” 138:118 სძლია. ეს მილუოკელთა მეექვსე მატჩი გახლდათ რეგულარულ ჩემპიონატში.

1983 - ავსტრალიელმა სტაიერმა რონ გრანტმა “მწვანე კონტინენტის” შემორბენა დაასრულა. გრანტმა 217 დღეში 8 316 მილი გაირბინა.

1987 - ინგლისური ქალაქის ქოვენთრის მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ჩოგბურთის თამაშის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა. მათ მცირე შესვენებებით 80 საათისა და 21 წუთის განმავლობაში ითამაშეს.

2006 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” მორიგი რეგულარული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში “ჩიკაგო ბულზთან” 42 ქულიანი სხვაობით (66:102) დამარცხდა. იმავე დღეს “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ფინიკს სანზთან” 19 ქულით წააგო, თუმცა, საბოლოოდ მეტოქე 114:106 დაამარცხა.

2008 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახდა.

2010 - ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე WTA Tour-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბელგიელმა კიმ კლეისტერსმა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის 6:3, 5:7, 6:3 სძლია და მესამედ მოიპოვა ამ შეჯიბრების ჩემპიონის წოდება. ამასთან, დოჰაში კლეისტერსმა თავისი მეორმოცე ტიტული მოიგო.

2012 - მექსიკის ქალაქმა ჩაპალამ ვეტერან წყალმოთხილამურეთამსოფლიოსჩემპიონატსუმასპინძლა.მსოფლიოს პირველობაზე 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი გამოვიდა: მათშორის იყოქართველიგენადიგურალია, რომელმაც 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დამრავალჭიდის ჯამში2560ქულითპირველი ადგილი დაიკავა.

2013 - “რომამ” “კიევოს” 1:0 მოუგო და ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო სერია A-ში. რომაელებმა ტურინის “იუვენტუსის” რეკორდი გააუმჯობესეს, რომელსაც სტარტზე მიჯრით 9 მოგება ჰქონდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1900 - კარლ ჰუბარდი. ამერიკელი სპორტსმენი, რომელიც ერთდროულად ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის “დიდების დარბაზშია” შეყვანილი.

1920 - ფრიც ვალტერი. გერმანიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. “კაიზერსლაუტერნის” რიგებში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1940 წელს პირველი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში და რუმინეთს სამი გოლი გაუტანა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1951 წლიდან დაბრუნდა ნაკრებში და მისი კაპიტანი გახდა. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1958 წლის მუნდიალზე იასპარეზა ნახევარფინალში და შვედებთან მატჩი ვალტერის ბოლო სანაკრებო შეხვედრა გამოდგა. ფრიც ვალტერი გარდაიცვალა 2002 წელს. კაიზერსლაუტერნის სტადიონს მინიჭებული აქვს “ფრიცვალტერშტადიონის” სახელი.

1947 - ფრანკ შორტერი. გერმანული წარმოშობის ამერიკელი მძლეოსანი. მარათონულ გარბენში 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1955 - ბადრი პატარკაციშვილი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიურიკომიტეტისყოფილიპრეზიდენტი.საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამაარსებელი. გარდაიცვალა 2008 წლის 12 თებერვალს.

1961 - ალონსო ბეიბერსი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1961 - სტირლინგ ჰინდსი. კანადელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1984 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1964 - მარკო ვან ბასტენი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსისა” (1982-87) და “მილანის” (1987-93) ფორვარდი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. სამჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული (1988, 1992, 1993), სამჯერ იტალიის სუპერთასი (1988, 1992, 1993). 1989 და 1990 წლებში “მილანთან” ერთად მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ასევე “მილანის” მაისურით დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასსა (1989, 1990) და ევროპის სუპერთასს (1989, 1990), ხოლო 1987 წელს “აიაქსის” რიგებში დაეუფლა თასების მფლობელთა თასს. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი (1982, 1983, 1985) და თასის მფლობელი (1983, 1986, 1987). ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 24 გოლი (1983-1992). 280 ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა 218 გოლი. 1988, 1989 და 1992 წლებში “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. ფიფას ვერსიით 1992 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. World Soccer-ის ვერსიით 1988 და 1992 წლების საუკეთესო მოთამაშე. ვან ბასტენმა 1986 წელს მოიპოვა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი”. ასევე მარკო ვან ბასტენი ოთხჯერ გახდა ჰოლანდიის, ხოლო ორჯერ იტალიის პირველობების საუკეთესო გოლეადორი. წვრთნიდა “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდს (2003-2004) და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს (2004-2008). 2008 წლიდან 2009 წლის 6 მაისამდე ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი იყო.

1965 - რუუდ ჰესპი. ჰოლანდიის ნაკრების, კერკრადეს “როდასა” და “ბარსელონას” გოლკიპერი. მოპოვებული აქვს ესპანეთის ჩემპიონობა.

1968 - კახი გოგიჩაიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “შევარდენის”, “სამტრედიის” ფორვარდი. საქართველოს 1990, 1991, 1996, 1997 და 1999 წლების ჩემპიონი. 1996 და 1997 წლებში მოპოვებული აქვს საქართველოს ეროვნული თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში (1988-89) თბილისის “დინამოს” მაისურით ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. წვრთნიდა თბილისის "დინამოს" და ლანჩხუთის "გურიას".

0.115026