სხვა

19:57 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამოს" მესამე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მესამე შეხვედრა ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა თბილისში, უნგრულ „ბუდაპეშტს“ უმასპინძლა, რომელიც წყვილში აშკარა ფავორიტად განიხილებოდა.

თუმცა, „დინამომ“ თამაში დიდებულად დაიწყო და ბარალდის, ბითაძისა და მაგრაქველიძის გოლებით 3:0 დაწინაურდა. სამწუხაროდ, ეს მატჩის ერთადერთი მონაკვეთი გამოდგა, როდესაც ქართული გუნდი ლიდერობდა. შემდეგ მეთოდურად უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და პირველი ტაიმი 5:4 მოიგეს.

გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც „ბუდაპეშტმა“ მშრალად, 5:0 მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე პერიოდის დასაწყისიდან მეოთხე პერიოდის შუაწელამდე „დინამომ“ მეტოქის კარი ერთხელაც ვერ აიღო და ბუნებრივია დროის ამ სოლიდურ მონაკვეთში სერიოზულად ჩამორჩა.

საბოლოოდ, ჩომახიძის გუნდმა 8:14 წააგო და B ჯგუფში უქულოდ ბოლო, მერვე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი, „დინამო“ 9 ნოემბერს თბილისში, კიდევ ერთ უნგრულ მეტოქესთან, „ფერენცვაროშთან“ გამართავს.

„დინამო“ – „ბუდაპეშტი“ 8:14 (3:2, 1:3, 0:5, 4:4)

გოლები: 1:0 ბარალდი (05:44), 2:0 ბითაძე (05:08), 3:0 მაგრაქველიძე (04:31), 3:1 მანჰერში (03:54), 3:2 კოვაში (00:48), 4:2 ჯახაია (07:36), 4:3 ერდელი (05:39), 4:4 მანჰერში (03:27), 4:5 ერდელი (01:35), 4:6 უბოვიჩი (07:33), 4:7 უკროპინა (04:45), 4:8 პრლაინოვიჩი (03:38), 4:9 კოვაში (02:20), 4:10 უბოვიჩი (00:57), 4:11 უბოვიჩი (06:53), 4:12 ბურიანი (06:05), 4:13 ბურიანი (05:21), 5:13 რურუა (04:38), 6:13 ბარალდი (03:16), 6:14 უკროპინა (02:59), 7:14 ცრეპულია (02:32), 8:14 რურუა (01:13)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121054