თამაშგარე

9:46 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი მოდელის საჩოგბურთო ვნებანი

ისევე როგორც გერმანულ ფეხბურთს, გერმანულ ჩოგბურთსაც “ბუნდეს ქვეყანაში“ მრავალი ცნობილი ლამაზმანი ქომაგობს. მათ შორის კი უდავოდ გამოსარჩევია 25 წლის მოდელი ლორენა რეი, რომელიც გერმანელ როგორც მამაკაც, ასევე ქალ მეჩოგნეებს განსაკუთრებული მონდომებით გულშემატკივრობს.

ადვილი მისახვედია, რომ ბავშვობაში ლორენაც ჩოგნის მქნეველი იყო და სპორტის ეს სახეობა კორტზე დგომისას შეუყვარდა. რაიმე ხელშესახები წარმატებები თავად არ ჰქონია, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ჩოგბურთი სამოდელო საქმის შემდეგ ინტერესის მთავარ საგნად ექცია.

ლორენა რეი გერმანიის პატარა ქალაქ დაიპჰოლცში დაიბადა და სანამ ცნობილი მოდელი არ გახდა ალემანთა დიდ მეგაპოლისებში პრაქტიკულად არასოდეს უცხოვრია (ახლა კია ბერლინში წამოდრანგული). სამოდელო სფეროში 15 წლის ასაკიდანაა ჩაბმული და დღეს მასზე ცნობილი და პოპულარული გერმანელი მოდელი იშვიათად მოიძებნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.386949