ფეხბურთი

0:05 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტამმა "ფეიენოორდი" დატოვა

როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი იააპ სტამმა დატოვა. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იააპმა თავად გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, რადგან გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს.

„ფეიენოორდმა“ ერედივიზიონის ბოლო ტურში ამსტერდამის „აიაქსთან“ 0:4 წააგო და სწორედ ეს მატჩი გამოდგა ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ბოლო როტერდამულ გუნდში.

თეთრ-წითლებმა მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი აიღეს და ერედივიზიონში 14 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.120975