ჭადრაკი

21:47 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო რუსეთთან დამარცხდა

ქალაქ ბათუმში მიმდინარე ევროპის 22-ე გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა.

საქართველოს ქალთა ნაკრების პირველმა გუნდმა რუსეთის ნაკრებთან 1½:2½ წააგეს. სამ შეხვედრაში ყაიმი დაიფქსირდა, ხოლო მეოთხე მატჩში მერი არაბიძემ რეიტინგში მასზე წინ მყოფ ვალენტინა გუნინასთან წააგო. ნანა ძაგნიძე ალექსანდრა გორიაჩკინას დაუზავდა, - ლელა ჯავახიშვილი კარეტინა ლაჰნოს და ბელა ხოტენაშვილი ოლგა გირიას.

ამ მარცხის შემდეგ საქართველო პირველი ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადავიდა, ხოლო რუსეთი გალიდერდა.

საქართველოს კაცთა ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა. გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ლუკა ლენიჩთან წააგო. ნაკრების დარჩენილმა სამმა წევრებმა ყაიმები ითამაშეს. საქართველოს კაცთა ნაკრები 22-ე ადგილზეა.

საქართველო (I) - რუსეთი

ნანა ძაგნიძე ½:½ ალექსანდრა გორიაჩკინა

ლელა ჯავახიშვილი ½:½ კატერინა ლაჰნო

ბელა ხოტენაშვილი ½:½ ოლგა გირია

მერი არაბიძე 0:1 ვალენტინა გუნია

საქართველო (II) – საბერძნეთი

ბაციაშვილი ½:½ ცოლაკიდოუ

ხომერიკი ½:½ ავრამიდოუ

გვეტაძე 1:0 პავლიოდუ

მიქაძე ½:½ მაკროპოულოუ

ფინეთი - საქართველო (III)

ნაზაროვა 0:1 ლილე ქორიძე

დანენბერგი 0:1 ეკატერინე ფიფია

ნორლამო 1:0 თამარ ესაძე

ლეთინენი 0:1 დიანა ლომაია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123243