ჩოგბურთი

19:40 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ბაზელის ტურნირი მეათედ მოიგო

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში პირველად ერთი და იგივე ტურნირი მეათედ მოიგო.

როჯერმა ბაზელის ტურნირის ფინალში ავსტრალიელ დე მინაურს 6:2, 6:2 აჯობა. შეხვედრა საათსა და 9 წუთს გაგრძელდა.

როჯერმა მატჩი მარტივად მოიგო, 10-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო დე მინაურს ერთი ბრეიკის შესრულების შანსიც კი არ ჰქონია.

შვეიცარიელმა კარიერაში, ერთულთა თანრიგში, ATP-ის 103-ე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯიმი კონორის 109 ტურნირს ჩამორჩება.

როჯერმა ამ გამარჯვებით 430 125 ევრო მოიპოვა და შარშან გამომუშავებული 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119846