ფეხბურთი

19:20 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბომბონერაზე" დასაქმებულმა სტიუარდმა "რივერის" გამარჯვება ფეხბურთელებთან იზეიმა (+VIDEO)

„რივერ პლეიტმა“ დაუძინებელი მტერი „ბოკა ხუნიორსი“ შარშანდელის მსგავსად კოპა ლიბერტადორესზე დაამარცხა და ფინალში გავიდა.

„რივერის“ ფეხბურთელები „ბომბონერაზე“ ესოდენ ფასეულ წარმატებას ზეიმობდნენ, როდესაც მათთან სტიუარდი გამოჩნდა, რომელიც „ბოკას“ „ბომბონერაზე“ ჰყავდა დასაქმებული და „მილიონარიოსის“ გამარჯვება ღიად იზიემა.

ბუნებრივია, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არგენტინული მედიის ინფორმაციით, „ბოკამ“ ეს პიროვნება სამსახურიდან უკვე დაითხოვა.

ასეთი მკაცრი რეაქცია „ბოკა ხუნიორისის“ მხრიდან გასაგებია თუ გავითვალისწინებთ, რომ „რივერთან“ შარშან ფინალი წააგო, ახლა ნახევარფინალი და ამ ლაქის ჩამორეცხვას დიდი ხანი დასჭირდება.

0.121864