რაგბი

14:48 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ტურნირი 10-კაცა და 7-კაცა რაგბში

22 და 23 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე მდებარე „რაგბი პლატომ“, 17-წლამდე მორაგბეთა შორის ორ საერთაშორისო ტურნირს უმისპანძლა.

პირველ დღეს ინგლისურმა ‘ამფილმა’, თბილისის ‘ხვამლმა’ და დ. კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის „შევარდენის“ (ისნის) ფილიალის გუნდმა 10-კაცა რაგბი ითამაშეს.

პირველი მატჩის პირველ ტაიმში ინგლისელებმა ‘ხვამლს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანეს. შესვენების შემდეგ თბილისელებმა ორით უპასუხეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეორე თამაში „შევარდენის“ ფილიალის უპირატესობით დაიწყო და ისინი ორი ლელოთი დაწინაურდნენ. სტუმრებმა მეორე ნახევარში ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ კიდევ ერთი ლელო გაუშვეს და 1:3 დამარცხდნენ.

ბოლო შეხვედრაში „შევარდენის“ ფილიალმა ‘ხვამლი’ 4:2 დაამარცხა.

სტუმრების თხოვნით, მეორე დღეს ტურნირი 7-კაცა რაგბში გაიმართა, რის გამოც აკადემიის გუნდი ორად გაიყო და სათამაშო გამოცდილება უფრო ბევრმა მორაგბემ მიიღო. „თეთრმა აკადემიამ“ ‘ამფილს’ ლელოებით 4:1, ხოლო „წითლებმა“ 6:4 მოუგეს. სამაგიეროდ, ორივე აკადემიის გუნდი დაამარცხა ‘ხვამლმა’.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112029