ფეხბურთი

2:08 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრის მერტენსმა დიეგო მარადონას გადაასწრო

იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა დრის მერტენსმა ლეგენდარული დიეგო მარადონას შედეგი გააუმჯობესა. საქმე ეხება ნეაპოლური გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას.

„ზალცბურგთან“ შეხვედრაში ბელგიელმა დუბლი გაიფორმა და არგენტინელს ჯერ გაუთანაბრდა, მერე გადაასწრო. დიეგომ „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში 259 მატჩში 115 გოლი გაიტანა, ხოლო მერტენსმა 2013 წლიდან დღემდე 289 თამაში მოანდომა 116 გოლის გატანას.

ამრიგად, დრისი „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეორე პოზიციაზე გადავიდა და ახლა მარეკ ჰამშიკის რეკორდს უმიზნებს, რომელიც მხოლოდ 5გოლით უსწრებს და წესით ამ შედეგის დამხობა მიმდინარე სეზონშივე არ უნდა გაუჭირდეს.

„ნაპოლის“ ყველა დროის მეგოლეთა საუკეთესო ხუთეული ასეთია:

მარეკ ჰამშიკი - 121 გოლი

დრის მერტენსი - 116 გოლი

დიეგო მარადონა - 115 გოლი

ატილა სალუსტრო - 107 გოლი

ედინსონ კავანი - 104 გოლი