ფეხბურთი

3:58 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა - "რეალშიც" და "ატლეტიკოშიც"

მადრიდის „ატლეტიკოს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ალვარო მორატამ პირველად გაიტანა და საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.

Opta-ს ინფორმაციით, მორატა პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ორივე მადრიდული გუნდის, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ რიგებში შეძლო.

ალვარო „სამეფო კლუბში“ 2013-2014, 2016-2017 წლებში ირჯებოდა და ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 4-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „როხიბლანკოს“ რიგებში ლევერკუზენის „ბაიერთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114045