ფეხბურთი

19:46 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნისტელროი: "მესის დონის ფეხბურთელი არ არსებობს"

ლეგენდარუმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ ვან ნისტელროიმ მესიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დონის არავინაა.

"რონალდუ გოლდეადორია, ინიესტა ჭკვიანია, აზარი, მანე, მბაპე და სალაჰი დიებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მესი ეს ყველაფერი ერთად არის. ლეოს ვინმესთან შედარება უხერხულია. ის კომოიუტერული თამაშის გმირია, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მესის დონესთან ახლოსაც კი არავინ არ არის"- განაცხადა ნისტელროიმ.

ნისტელროიმ საკლუბო კარიერაში 592 შეხვედრაში 349 გოლი გაიტანა. ხოლო ჰოლანდიის ნაკრებში 70 მატჩში თავი 35-ჯერ გამოიჩინა.

0.102112