სხვა

16:53 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი-2024-ის ორგანიზატორებმა არჩევანი საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლო მარიანაზე გააკეთეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ლოგოტიპი წარმოადგინა. ემბლემა სტილისტურად მოიცავს ოლიმპიურ ცეცხლს, მედალს და მარიანას სახეს - ახალგაზრდა ქალი ფრიგიული ჩაჩით, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოა.

შედეგად, ეიფელის კოშკის ემბლემაზე, რომელიც პარიზელთა ოლიმპიური განაცხადის განხილვისას გამოიყენებოდა, ორგანიზატორებმა უარი თქვეს და უპირატესობა ინოვაციურ პროექტს მიანიჭეს.

2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლებს მიაჩნიათ, რომ ახალი დიზაინი საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს და 2024 წლის თამაშების სავიზიტო ბარათი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ემბლემა პირველად გააერთიანებს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს. განსხვავება მხოლოდ ოლიმპიურ რგოლებსა და პარალიმპურ სიმბოლოში იქნება, რომლებიც ლოგოს ქვევით იქნება გამოსახული.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125402