ფეხბურთი

21:25 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

France Football-მა “ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა პირველი ხუთეული გამოაქვეყნა

ფრანგულმა France Football-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტების სიის გამოქვეყნება დაიწყო. სულ 30 ნომინანტი იქნება. პირველ ხუთეულში მოხვდნენ: სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი), სერხიო აგუერო (სიტი, არგენტინა), ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა, ჰოლანდია), უგო ლორისი (ტოტენჰემი, საფრანგეთი), დუშან ტდიჩი (აიაქსი, სერბეთი).

France Football-ის ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს 2 დეკემბერს პარიზში დაასახელებენ. ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანი „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი, კოტდივუარელი დიდიე დროგბა იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი გახდა.

0.145791