ფეხბურთი

22:46 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა სლოვაკეთთან ტესტ-მატჩი 0:1 დათმეს

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ პოპრადში მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს – მე-14 წუთზე, საჯარიმო დარტყმით გოლი ტომაშ ვესტენიცკიმ გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ამ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი. გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

ამ ასაკში, სლოვაკეთს საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავს. გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები “იუვენტუსში”, “რომაში”, “ტოტენჰემში”, “ფულჰემში”, “პარმაში” ირიცხებიან. 17-წლამდე ასაკში კი, ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალისტია. ასე რომ, სპარინგ-პარტნიორად ღირსეული მეტოქე გვყავდა.

გიორგი დევდარიანმა სულ ოთხი ცვლილება გამოიყენა და ნაკრების დებიუტანტი – ლადო მოხევიშვილიც (“ლევანტე“, ესპანეთი) იხილა საქმეში.

 

3 სექტემბერი, 2104. პოპრადი

სლოვაკეთი U19 – საქართველოU19 1:0 (1:0) ამხ

სლოვაკეთი U19: ჟუნასი, ჩვატალი, კრუჟლიაკი, ვარგა, კუპეცი, ჰრომანდა, ლესნიაკი, შპალეკი (კადლეცი, 90), ჰარასლინი (კაჩერი, 46), ჩმელიკი (მატეჟკა, 66), ვესტენიცკი.

მწვრთნელი: მილან მალატინსკი.

საქართველო U19: ქურდაძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კილასონია (მოხევიშვილი, 53), კიტეიშვილი, ხარაიშვილი (კაპ. ჯაფიაშვილი, 73), ხორხელი (კიკნაძე, 53), შულაია (მალანია, 61), შერაზადიშვილი (გოშთელიანი, 66), ბერიძე.

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გოლი: ვესტენიცკი (14).

გაფრთხილება: კუპეცი, ჰრომანდა, კიტეიშვილი, შულაია, კიკნაძე.

5 სექტემბერს, სენეცში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111822