ფეხბურთი

11:32 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების გადამწყვეტი სამზადისი იწყება

 

საქართველოს 19-წლამდე  ფეხბურთელთა ნაკრები უეფას 19-წლამდელთა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების დასკვნით ფაზაში გადადის.

გიორგი დევდარიანი და მისი გუნდი შეკრებაზე არიან და ყოველდღიურ ვარჯიშებს ატარებენ, 1 სექტემბერს კი, ნაკრები გუნდი სლოვაკეში მიემგზავრება, სადაც შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს სლოვაკეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების 19-წლამდე ნაკრებებთან.

ამჟამად კი, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში ნაკრების სტაჟიანი ფეხბურთელების გარდა, ის ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი აკვირდება. შესაბამისად, ნაკრებში ბევრი ახალი სახეა.

მეკარეები: რომეო ტურავა („მერანი“, მარტვილი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“).

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი („სპარტაკი“, ცხინვალი), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), შალვა სანიშვილი („პიაჩენცა“, იტალია), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი), ლაშა ჯინჭარაშვილი („სიონი“, ბოლნისი), გიორგი გოცაძე („მეტალურგი“, რუსთავი)

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ვეკუა, დემურ ჩიხლაძე (ორივე „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ბერიძე („დილა“, გორი), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), საბა კვერნაძე, ოთარ კობახიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ალექსანდრე შერაზადიშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი)

დღეს, გუნდს შეუერთდება ნაკრების ძირითადი ბირთვი „საბურთალოდან“ – ბექა ქურდაძე (მეკარე), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი (მცველები), გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ნახევარმცველები), გიორგი ხორხელი (შემტევი).

აქვე გაგაცნობთ იმ 19 ფეხბურთელის სიას, რომელთაც გიორგი დევდარიანი სლოვაკეთში წაიყვანს:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“).

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი),  შალვა სანიშვილი („პიაჩენცა“, იტალია), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ბერიძე („დილა“, გორი), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ალექსანდრე შერაზადიშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი).

გუნდს სლოვაკეთში შეუერთდება კიდევ ერთი ახალწვეული – ლადო მოხევიშვილი, რომელიც დევდარიანის ნაკრების დებიუტანტია. მოხევიშვილი ნახევარმცველია და ესპანურ „ლევანტეში“ ირიცხება.

3 სექტემბერი, 19:00. პრადი

სლოვაკეთი U19 – საქართველო U19

5 სექტემბერი, 19:00. სენეცი

საქართველო U19 – არაბთა გაერთიანებული საემიროები U19

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდი მზადებას თბილისში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ჯგუფის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები რუმინეთის, კვიპროსისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან. მატჩები 8, 10 და 13 ოქტომბერს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115947