მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დამთავრდა. ქართველმა ჭაბუკებმა მოლდოველ თანატოლებს უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. ჩვენებურებმა ორივე ბურთი შეხვედრის დებიუტში გაიტანეს. ანგარიში მე-4 წუთზე ლუკა კიკაბიძემ გახსნა, 4 წუთში კი გიორგი აბურჯანიამ მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან.
ამრიგად, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, მე-11 საკვალიფიკაციო ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი (2 მატჩიდან 6 ქულა) მოაგროვეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 18 ნოემბერს ჰოლანდიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრებმა მოლდოველთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (46, გოროზია), კიკაბიძე (61, კერძევაძე), თევზაძე, ჯიქია, ზარანდია







