ავტოსპორტი

2:20 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ მომავალი სეზონისთვის „ჰონდას“ ძრავების გაძლიერებას მოელის

„რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო დარწმუნბაულია, რომ ზამთრის განმავლობაში „ჰონდა“ შეძლებს ძალური დანადგარის იმდენად გაუმჯობესებას, რომ სიმძლავრით „მერსედესის“ და „ფერარის“ ძრავებს გაუტოლდეს.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას მარკომ განცხადა, რომ „რედ ბულ რეისინგი“ იმაზე უკეთეს შასის მოამზადებს, ვიდრე ამ სეზონისთვის შექმნა. რაც შეეხება „ჰონდას“ ის უკვე მუშაობს ახალ აგრეგატზე, რომელიც სავარაუდოდ, სიმძლავრით „მერსედესის“ და „ფერარის“ დონეს მიაღწევს. ის დასძენს, რომ „ჰონდას“ ძრავის რეალური შესაძლებლობები ამ სეზონში გამოუყენებელია, რაც პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდება. და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მომავალ სეზონში არ გამეორდება.

კითხვაზე, გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი სეზონი, მარკო პასუხობს, რომ ესაა ბოლო სეზონი, როცა შესაძლებელი იქნება, მაქს ფერსტაპენი ფორმულა ერთის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდეს. „გამარაჯვება ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მიზნის მიღწევა. ჩვენ უნდა მოვიგოთ. ეს არაა უბრალოდ მნიშვნელოვანი, ჩვენ ვალდებულები ვართ“, - ამბობს მარკო.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფერსტაპენს და „რედ ბულს“ ორი რბოლა აქვთ მოგებული - ავსტრიაში და გერმანიაში.

0.10983