ფეხბურთი

17:20 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ გალიდერდა, მაგრამ...

ესპანური პრიმერას მე-9 ტურის ადრეულ მატჩში, „ეიბარმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ამრიგად, კატალონიურმა კლუბმა 19 ქულა მოაგროვა და ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა, საღამოს მისი უშუალო კონკურენტი, მადრიდის „რეალი“ (18 ქულა) „მალიორკას“ ესტუმრება და შესაძლოა, ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდეს.

„ეიბართან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეები კი ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი გახდნენ, რომლებმაც თითო ბურთი გაიტანეს და თითო საგოლე პასით გამოირჩნენ.

ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა გრიზმანმა. 58-ზე მესიმ გააორა იმავე გრიზმანის პასით, ბოლოს კი ლუის სუარესმა გაიტანა მესის გადაცემით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111072