ფეხბურთი

11:07 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პალერმო" გაკოტრდა

ცნობილი იტალიური გუნდი „პალერმო“ გაკოტრდა. სიცილიური კლუბის გადარჩენის ბოლო მცდელობა ანდრეა ძამპარინის, მაურიციო ძამპარინის შვილს ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

შედეგად, საფეხბურთო კლუბმა US Citta di Palermo-მ არსებობა შეწყვიტა. გუნდი ამ ფორმით 1987 წლიდან არსებობდა და საუკეთესო პერიოდი 21-ე საუკუნის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც ჯერ სერია A-ს საგზური მოიპოვა, შემდეგ ევროთასებზე (უეფას თასი) ითამაშა, ხოლო 2011 წელს იტალიის თასის ფინალშიც ითამაშა.

2019-2020 წლების სეზონის წინ „პალერმო“ ფინანსური დარღვევების გამო სერია B-დან სერია D-ში დააქვეითეს, სადაც ამ ეტაპზე ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

„პალერმო“ ამიერიდან ახალი სახელით SSD Palermo გააგრძელებს მოღვაწეობას და არაპროფესიონალურ დონეზე ითამაშებს.

თეგებიპალერმო
0.12989