ფეხბურთი

23:08 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

 "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ჯანი დაიმატოს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ემრე ჯანმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "წითელი ეშმაკები" ზამთარში მოლაპარაკებას დაიწყებენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს ინგლისური კლუბი. ჯანი მარიციო სარმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და აღნიშნულმა ფაქტმა ფეხბურთელი გაანაწყენა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 78 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109122