ფეხბურთი

14:53 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოულმა "ჩელსის" ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა

"ჩელსის" ყოფილი მცველი ეშლი კოული "არისტოკრატთა" 15-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2019 წლის აგივსტოში კოულმა საფეხბურთო კაერირა დაასრულა, ეშლის ბოლო გუნდი "დერბი ქაუნთი" გახდათ, სადაც ცხრა შეხვედრა ჩაატარა.

კოულს "არსენალში", "კრისტალ პალასში", "ჩელსიში", "რომაში", "ლოს ანჯელეს გალაქსში" და "დერბი ქაუნთი" უთამაშია.

მცველმა კარიერის ყველაზე დიდი დრო "ჩელსიში" გაატარა, სადაც 2006 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა. 338 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. კარიერაში კი სულ 702 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქე გუნდის მეკარე 21-ჯერ დაამწუხრა.

0.116395