ფეხბურთი

2:05 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ელ კლასიკო" გადაიდო

კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა გადაიდო. ლა ლიგის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ბარსამ“ პირველი მატჩის მადრიდში ჩატარებაზე უარი თქვა.

კატალონიაში შექმნილი პრობლემური სიტუაციის გამო ლა ლიგამ „ელ კლასიკოს“ 26 ოქტომბერს გამართვაზე არ მოინდომა. თავდაპირველად, განიხილებოდა მატჩის მადრიდში გამართვა (შესაბამისად მეორე წრეში „კამპ ნოუზე“), თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, „ბარსელონამ“ ეს წინადადება არ მიიღო.

ცნობილია, რომ „ბარსა“ – „რეალის“ თამაში დეკემბერში გაიმართება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერაც უცნობია. მხარეები ორშაბათს შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ამ ეტაპისთვის განიხილება თამაშის 7 დეკემბერს გამართვის ვერსია.

18 დეკემბერი კი, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გამორიცხა, რადგან ესპანეთის თასის მატჩებია ჩანიშნული. თანაც შუა კვირაა და „ელ კლასიკოს“ ჩატარება ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე უიქ-ენდზე.

0.114769