ძიუდო

20:22 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია! (+VIDEO)

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მაროკოში, 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

ეთერმა ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა იპონით დაამარცხა. ფინალამდე ლიპარტელიანმა სამხრეთ კორეელი მეტოქე დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა.

0.1176