ფეხბურთი

13:44 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსი: „ერიკსენი „ბაიერნს“ არ გამოადგება“

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ლოთარ მათეუსი, მიიჩნევს, რომ ჭორების მიუხედავად, კრისტიან ერიკსენი მიუნხენურ კლუბს არ სჭირდება.

„ამ ფეხბურთელს დიდი ხანია ვაკვირდები. წლეულს მან საერთოდ გამაწბილა. ამიტომ. მის „ბაიერნში“ გადასვლას აზრი არ აქვს. თუ მაინც გადავიდა, ძალიან გამიკვირდება. „ტოტენჰემს“ არ არგია და „ბაიერნს“ რაში გამოადგება. თანაც ის ნელი მოთამაშეა, მწვრთნელ კოვაჩს კი სწრაფები უყვარს.“ - უთხრა მათეუსმა Sport1.de-ს.

ერიკსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის ვადა გაისად ზაფხულში ეწურება. მაგრამ იანვრიდან უფლება ექნება სხვა კლუბებს დაელაპარაკოს. მისით ასევე „რეალი,“ „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113466