ფეხბურთი

23:22 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესის უნიკალური შედეგი - 200 მატჩი ერთ ნაკრებში!

ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელსაც ერთი ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში 200 თამაში დაუგროვდა.

72 წლის სპეციალისტმა ხსენებულ ნიშნულს დღეს, პერუსთან (1:1) ამხანაგურ მატჩში მიაღწია. ტაბარესმა ურუგვაის ნაკრები 1988 წელს ჩაიბარა და „სელესტეს“ 1990 წლამდე წვრთნიდა. ამ პერიოდში 34 შეხვედრაში იმუშავა, საიდანაც ზუსტად ნახევარი, 17 მოიგო.

მოგვიანებით, 2006 წელს ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ნაკრებს და დღემდე უწყვეტად მუშაობს. ხსენებულ მონაკვეთში ტაბარესის თაოსნობით სამხრეთ ამერიკელებმა 166 მატჩიდან 80 მოიგეს. მთლიანობაში განვლილი 200 თამაშიდან ურუგვაის ნაკრებმა ტაბარესის ხელმძღვანელობით 97 მოიგო, 51-ჯერ ფრე ითამაშა და 52-ჯერ დამარცხდა.

ცნობისთვის, ტაბარესს ურუგვაის ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. აქვე, ხუთი მწვრთნელი, რომელთაც ერთ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტ მატჩში უმუშავიათ:

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი - 200 თამაში (ურუგვაი)

იოაჰიმ ლიოვი - 197 თამაში (გერმანია)

ზეპ ჰერბერგერი - 167 თამაში (გერმანია)

მორტენ ოლსენი - 160 თამაში (დანია)

უგო მეისლი - 155 თამაში (ავსტრია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117842