ფეხბურთი

9:48 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კომპანის მწვრთნელად დანიშვნით, „ანდერლეხტმა“ წესი დაარღვია

რეგლამენტის დარღვევისათვის, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ „ანდერლეხტს“ ჯარიმა გამოუწერა. მათ უფლება არ ჰქონდათ ვენსან კომპანი მწვრთნელად დაენიშნათ - წერს Mirror.

2019 წლის ზაფხულში კომპანი „მანჩესტერ სიტიდან“ „ანდერლეხტში“ დაბრუნდა მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით. ის სწორედ „ანდერლეხტში“ იწყებდა საფეხბურთო კარიერას.

მაგრამ მას არ ჰქონდა უეფას პრო-ლიცენზია, რომელიც ბელგიის ჩემპიონატში მომუშავე ყველა მწვრთნელისთვის სავალდებულოა. „ანდერლეხტი“ 5 ათასი ევროთი დააჯარიმეს და საყვედურიც გამოუცხადეს.

კლუბის ხელმძღვანელებმა თავი იმართლეს, ოფიციალურად მთავარი მწვრთნელი საიმონ დევისიაო. მაგრამ სალიცენზიო კომისიამ საპირისპირო დაამტკიცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117033