სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

12:46 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

10 კაცა | საჩვენებელი მატჩი და ტურნირი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გასულ კვირაში რაგბი პლატოზე (ნუცუბიძის რაგბის სტადიონი) 10-კაცა რაგბში სატესტო, საჩვენებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც ყოჩებმა და აკადემიამ იბურთავეს. მომავალ კვირაში კი, საქართველოში ინგლისური კლუბ ‘ამფილის’ ახალგაზრდული გუნდი გვეწვევა და „შევარდენზე“ ორ ოთხთა ტურნირს ითამაშებს.

მსოფლიო რაგბის ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა და რომელსაც 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიოში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს და ერთ-ერთ მიმართულებად 10-კაცა რაგბი დასახელდა, რომელიც დინამიურობით გამოირჩევა, თითო გუნდს დღეში რამდენიმე თამაშის ჩატარების საშუალება ეძლევა, ბევრია ხელით თამაში და 15-კაცა რაგბისთვის მოსამზადებლად საუკეთესო საშუალებაა, რადგან მორაგბეებს საჭირო უნარებს გამოუმუშავებს.

ძირითად შემადგენლობაში 5 მორკინალი და ამდენივე ხაზის მოთამაშეა. სრულადაა წარმოდგენილი პირველი ხაზი - კვაჭი და ორი ბურჯი. შერკინებაში თამაშობს ორი მეორე, ან მესამეხაზელი. ხაზში არიან 9, 10 და 12 ნომრები, ასევე ორივე ფრთა. მარქაფაში 6 შემცვლელია (3 პირველი ხაზი, 1 მეორე/მესამე ხაზი, 2 ხაზი). თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგება, 2 წუთი შესვენებით და 2-დღიანი ტურნირის განმავლობაში, გუნდი 3-3 (სულ 6) შეხვედრას ატარებს. შერკინება და დერეფანი ჩვეულებისამებრ ეწყობა, ხოლო გარდასახვა სრულდება არეკნით.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 10-კაცა რაგბის ტურნირები მრავლად ეწყობა, 14 მათგანი კი განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან მასში ზე-რაგბის, ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფისა და პრო 14-ის გუნდები მონაწილეობენ.

სხვადასხვა დროს რაგბი 10 უთამაშიათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან ჯონა ლომუ, ბოდენ ბარეტი, კონარდ სმიტი, ჯერომი კაინი, ბენ სმიტი, სემ კეინი, ბრაიან ლიმა, ბობ სკინსტადი, დევიდ კამპეზე, ჯორჯ გრეგანი და სხვები.

10-კაცა დიდი 10-ის მატჩების წინ

გასულ კვირაში რაგბი პლატოზე (ნუცუბიძის რაგბის სტადიონი) 10-კაცა რაგბში სატესტო მატჩი გაიმართა, რომელშიც ბოლნისის ‘ყოჩები’ თბილისის ‘აკადემიას’ ეთამაშა და 36:12 დაამარცხა.

თამაშს გულშემატკივრების გარდა რაგბის კავშირის გამგეობის წევრები, მოქმედი და ვეტერანი-ბორჯღალოსნები დაესწრნენ და სიახლით ყველა კმაყოფილი დარჩა.

„მაყურებლები და თავად მოთამაშეები კმაყოფილი დარჩნენ. ბევრი იყო სივრცეები და ხელით თამაში. მაღალი ინტენსივობის გამო, მოთამაშეები დაიღალნენ, თუმცა დღის განმავლობაში 2-3 თამაშის ჩატარება და შესაბამისად, ტურნირების ჩატარება შესაძლებელია. გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი თამაშები სისტემატურად გაიმართოს და ერთგვარი ჩემპიონატის სახე მიიღოს. დიდი 10-ის ტურის მატჩების წინ, იმ მორაგბეებისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდებიან, ითამაშებენ 10-კაცა რაგბს“ - განაცხადა რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერმა სიმონ მაისურაძემ.

ქართულ-ინგლისური ოთხთა ტურნირი

მომავალ კვირაში თბილისში ინგლისური კლუბის, „ამფილის“ 17-წლამდელთა გუნდი ჩამოვა და ქართულ გუნდებთან ერთად, 22-23 ოქტომბერს 10-კაცა რაგბის ორ საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

‘ამფილთან’ ერთად ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ‘ლელოს’ და ‘ხვამლის’ 17-წლამდელთა გუნდები, ასევე დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის „შევარდენის“ ფილიალის ნაკრები.

22 ოქტომბრს, „შევარდენზე“, ტურნირი 17 საათზე დაიწყება. გუნდები ფლეი ოფის სისტემით ორ-ორ თამაშს გამართავენ და ტურნირზე ყველა ადგილს გაითამაშებენ. თამაშების დაწყებამდე ინგლისური და ქართული გუნდები სმენადაქვეითებული ბავშვებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ.

23 ოქტომბერს, ტურნირში იგივე გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და კვლავ ფლეი ოფის სისტემით, ოთხივე ადგილს გაითამაშებენ. მეორე დღეს მატჩები 16 საათზე დაიწყება.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111136
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X