ჭადრაკი

23:58 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ აგულაშვილის ორი ოქროს მედალი და ნანა ალექსანდრიას სახელობის თასი

13 ოქტომბერს 70 წელი შეუსრულდა სახელოვან ქართველ მოჭადრაკეს, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის, საერთაშორისო ტურნირების, საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონის ყოფილ პრეტენდენტს, საერთაშორისო დიდოსტატ, ქალბატონ ნანა ალექსანდრიას. იუბილესთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღონისძიებები გაიმართა.

ჩატარდა საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც ერთად ასპარეზობდნენ გოგონებიც და ბიჭებიც. ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა საგარეჯოელმა ნიჭიერმა მოჭადრაკე 8 წლის მარიამ აგულაშვილმა, რომელმაც 7 შესაძლებლიდან 6,5 ქულა დააგროვა და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. მას ორი ოქროს მედალი და ნანა ალექსანდრიას თასი გადაეცა. ბიჭებს შორის საუკეთესოები - გიორგი კუხიანიძე და შიო შიოშვილი გამარჯვებულს ქულით ჩამორჩნენ. 5 ქულა მოაგროვა ლუკა ქუნთელიამ.

რაც შეეხება გოგონების შედეგებს. მარიამის შემდეგ საუკეთესო შედეგი მისმა დამ, 7 წლის ნინი აგულაშვილმა დააფიქსირა - 3,5 ქულა. 3-3 ქულა მოაგროვეს მარიამ ბედენაშვილმა და ნინო ჩაგელიშვილმა.

ასევე გაიმართა ჭადრაკის მეგობართა ბლიც ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც 7 შესაძლებლიდან 6 ქულით ოთარ ჯიხვაშვილმა დაისაკუთრა. 5-5 ქულა მოაგროვეს თემურ პაპასკირმა და კობა მესტიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121973