ჭიდაობა

10:36 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა (+VIDEO)

თბილისის სპორტის სასახლეში ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 12 ოქტომბერს კი 130 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ლუკა კურტანიზემ იჭიდავა და მონღოლი შურა 3:0 დაამარცხა.

მსოფლიოს ორგზის, ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა C-დივიზიონში იასპარეზა და ამჟამად ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

მანამდე კი კურტანიძემ ნახევარფინალში ირანელი რაჰმინე, ხოლო მონღოლი მეოთხედფინალში დაამარცხა.

"მე ჭიდაობისთვის დავიბადე, ეს ჩემი ცხოვრება და სამსახურია, ძალიან ბედნიერი ვარ რომ კვლავ დავბრუნდი ხალიჩაზე და ჩემი გამარჯვებით მთელი ქვეყანა გავახარე" - ლუკა კურტანიძე.

78 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში კიდევ ერთმა ქართველმა ჯამბულ სანაკოშვილმა იასპარეზა. ჩვენებური ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სომეხ ასატრიანს შეხვდა, თუმცა მისი დამარცხება ვერ მოახერხა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედალი კი 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოჩა კირკიტაძემ მოიპოვა, რომელმაც პირველივე პერიოდშიყაზახი ნურბეკოვი წმინდად გააკრა ბეჭებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117771