ფეხბურთი

21:58 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისკო "რეალს" ზაფხულში დატოვებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ისკო მადრიდის "რეალს" მომდევნო წლის ზაფხულში დატოვებს. როგორც Calciomercato იუწყება, ფეხბურთელი სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის და ზინედინ ზიდანი მას ნაკლებად ენდობა. ასევე ცნობილია, რომ ისკოს დამატების ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ისკოს ტრავმაც ჰქონდა და ამის გამო ექვს შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა სეზონის სტარტზე ორი შეხვედრა ჩაატარა და 90 წუთი ვერ ითამაშა. ესპანელი "რეალში" 2013 წელს "მალაგადან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 280 მატჩში 48 გოლი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112155