ფეხბურთი

19:42 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკ მაკარტი: "კმაყოფილი ვარ, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ქულა მოვიპოვეთ"

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი საქართველოს ნაკრებთან (0:0) თბილისში მოპოვებული ქულით კმაყოფილი დარჩა. ირლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა თბილისში ორი ქულა კი არ დაკარგა, არამედ ერთი ქულა მოიპოვა.

„ჩვენთვის ნამდვილად მოპოვებული ქულაა. მართალია, რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, ძელსაც გავარტყით ბურთი. საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი არ მიგვიღია და ჩვენს მეკარეს თამაშში ჩართვა არ მოუწია. მთლიანობაში, საქართველოსთან წინასწარ რომ შემოეთავაზებინათ ორ თამაშში 4 ქულა, კმაყოფილი ვიქნებოდი და მაშინვე დავთანხმებოდი.

დიახ, შეიძლება ეს ორი ქულა ძვირად დაგვიჯდეს, მაგრამ ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც თავისუფლად, წნეხის გარეშე თამაშობდა, რადგან ერთა ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს. ჩვენი გუნდი კი, უფრო დიდი წნეხის ქვეშ იყო, რადგან თითოეული თამაში მნიშნვნელოვანია.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, განსაკუთრებით ბურთის ფლობის მხრივ, მაგრამ გოლი ისევ არ გავუშვით, დაცვაში კვლავ გამართულად ვითამაშეთ საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ვერ ვიტყოდი, რომ შედეგით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ“, - განაცხადა მაკარტიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 მატჩში 5 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი, 15 ოქტომბერს, სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136961