ფეხბურთი

0:12 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს. აღნიშნული ცნობა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფატი გვინეა ბისაუში დაიბადა და ესპანეთის მოქალაქეობა ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ მიიღო, რის შემდგომაც ნაკრებში დაუყოვნებლივ უხმეს.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ანსუ ფატი ტრავმირებული კარლეს პერესის ნაცვლად გამოიძახა, რომელიც მისი თანაგუნდელია „ბარსელონაში“. ფატის ესპანური დებიუტი მონტენეგროსთან შედგება.

შეგახსენებთ, ანსუს „ბარსელონაში“ დებიუტი წელს ჰქონდა და 5 მატჩში 2 გოლის გატანა მოასწრო.

0.162817