ჩოგბურთი

12:45 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა ჯოკოვიჩს მოუგო

შანხაის მასტერსის 1/4-ფინალში ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს 3:6, 7:5, 6:3 მოუგო. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

ნოლემ პირველი სეტი იოლად მოიგო. მეორე პარტიაში 6:5-ზე ბერძენმა ბრეიკი შეარულა და სეტებში ანგარიში 1:1 გახადა. გადამწყვეტ მესამე პარტიაში 2:1-ზე სტეფანოსმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ურთიერთშეხვედრებში ციციპასი სერბს 2:1-ს უგებს.

1/2-ფინალში ციციპასი დანილ მედვედებს დაუპირისპირდება, რომელმაც ფაბიო ფონინის 6:3, 7:6 აჯობა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 7.4 მილიონი ამერიკული დოლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115592