ჭადრაკი

11:25 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ გამარჯვებით დაიწყო!

ინგლისის კუნძულ მენზე სტარტი აიღო მსოფლიოში უძლიერესმა საერთაშორისოღიატურნირმა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 432 500$ შეადგენს და გამარჯვებული პრეტენდენტთა ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

ასპარეზობა ‘FIDE Chess.com Grand Swiss 2019’ შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ. განსაკუთრებულ ელფერს შეჯიბრს მსოფლიოს მომქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის მონაწილეობა მატებს. საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობენ: ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი და ნინო ბაციაშვილი.

პირველივე ტურში გამარჯვება იზეიმეს ჯობავამ და ჩეპარინოვმა, ხოლო ბაციაშვილი რუს დიდოსტატ ალექსანდრ რიაზანცევთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 101-ე ნომრად განთესილმა ჯობავამ მის ჩვეულ სტილში ტურნირის 24-ე ნომერი, უძლიერესი ბრიტანელი დიდოსტატი დავიდ ჰოუელი დაამარცხა.

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100108