ჩოგბურთი

22:52 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დომინიკ ტიმის წინააღმდეგ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის მერვედფინალში დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა 2:0 (7:6, 6:3) დაამარცხა.

ბასილაშვილისა და ტიმის შეხვედრა, რომელიც ATP-ის რეიტინგის მე-5 ნომერია, 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.

ქართველს ავსტრიელთან აქამდე ერთხელ უთამაშია და გამარჯვება მოახერხა. 2017 წლის 9 თებერვალს, სოფიის ტურნირზე ნიკოლოზმა ორ სეტში, 6:4, 6:4 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა შანხაიში ორი წრე დაძლია. ჯერ მოლდოველ რადუ ალბოს და შემდეგ ფრანგ ბენუა პერს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114817