ფეხბურთი

23:03 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლორისი იანვრამდე ვერ ითამაშებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ კაპიტნის უგო ლორისის რეაბილიტაციის პერიოდი ცნობილია. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი მეკარე 2019 წელს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

ლორისმა ხელის უმძიმეს ტრავმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბრაიტონთან“ მატჩში მიიღო. როგორც გაირკვა, უგო მოედანზე 2020 წლის იანვარში შეძლებს დაბრუნებას.

შეგახსენებთ, ფრანგმა კიპერმა „ბრაიტონთან“ მატჩის დასაწყისში სერიოზული დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც ბურთის ხელში დაუფლებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო - გოლიც გავიდა და უმძიმესი ტრავმაც მიიღო.

სტატისტიკა
0.246624