ფეხბურთი

22:37 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიადან" დი ფრანჩესკო დაითხოვეს

იტალიის სერია A-ს ბინადარ „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო პოსტიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივი ლიგურიული გუნდის მეტად წარუმატებელი ასპარეზობა გახდა.

დი ფრანჩესკომ „სამპა“ ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით გენუელებმა სერია A-ს საწყის 7 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს და ბოლო პოზიციაზე არიან.

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს დი ფრანჩესკოს ადგილს, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, მთავარი კანდიდატი ბეპე იაკინია.

0.110422