ფეხბურთი

17:52 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დეფოს "რეინჯერსში" დარჩენა სურს

ინგლისელი ფეხბურთელი ჯერმეინ დეფო შესაძლოა "რეინჯერსში" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სრულფასოვანი ტრანსფერით გადავიდეს. როგორც Evening Times-ი იუწყება, ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს.

"ბორნმუთმა" დეფო შოტლანდიურ კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა და ფეხურთელს "ალუბლებთან" ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. აქედან გამომდინარე, დეფოს შეუძლია "რეინჯერსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

მიმდინარე სეზონში 36 წლის თავდამსხმელმა 13 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

0.116761