ჩოგბურთი

13:15 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ტოკიოს ტურნირი მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ტურნირის ფინალში ჯონ მილმანი 6:3, 6:2 დაამარცხა. იაპონიის ღია ჩემპიონატზე სერბმა პირველად ითამაშა და დებიუტი ტრიუმფით დაასრულა. ტოკიოში სერბმა ჩოგბურთელმა ხუთი მატჩი ჩაატარა და სეტის არ წაუგია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 76-ე ტურნირი მოიგო. სერბმა იაპონიის ღია ჩემპიონატის მოგებით 500 სარეიტინგო ქულა და 391,430 დოლარი მიიღო. ნოვაკს რეიტინგში 10365 ქულა აქვს. თავის მხრივ, ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 300 ქულა მიიღო და რეიტინგში 22 ადგილით დაწინაურდა და 58-ე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121583