კალათბურთი

3:18 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტადუს მაკფადენის საოცარი სამქულიანი ესპანეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში „ბურგოსმა“, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი ტადუს მაკფადენი იცავს, „ჟუვენტუტი“ სტუმრად 82:74 დაამარცხა. გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 16-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

მაკფადენმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და 27 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულით, 1 მოხსნითა და 4 პასით შეეწია. ის პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეარლ კლარკთან ერთად.

ერთ-ერთ ეპიზოდში კი, ტადუსმა საოცარი სამქულიანი ჩააგდო, რომელიც ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმაც გამოარჩია და გასაკვირი იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო. მთლიანობაში მაკფადენმა 8-დან 5 სამქულიანი ზუსტად ისროლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111021