ფეხბურთი

1:05 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ ბელგიის ჩემპიონატში სამ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურში ლუკა ზარანდიას „ზულტე ვარეგემმა“ „სერკლ ბრიუგეს“ უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 2:0-ს იგებდა.

ლუკა თამაშში აქტიურად ჩაერთო, საგოლე პასი მიითვალა და საერთო ჯამში სამ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

73-ე წუთზე ბრუნომ ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო საგოლე შეტევა ზარანდიას კარგი და ზუსტი პასით დაიწყო. ორი წუთის შემდეგ ლუკამ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, საჯარიმოში პასს აკეთებდა, მაგრამ „სერკლ ბრიუგეს“ მცველმა ტარაველმა გადაცემის ჩაჭრა სცადა და გამოუვიდა, ოღონდ საკუთარ კარში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ქართველმა ლარინს საგოლე პასი გაუკეთა. თუმცა, მაინც რთულია ამ ეპიზოდს საგოლე პასი დავარქვათ, რადგან ლარინმა ზარანდიას პასის მერე ყველაფერი იდეალურად გააკეთა.

„ზულტე ვარეგემმა“ ამ გამარჯვებით სამმატჩიანი ფრეების სერია დაასრულა, 16 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109171